კონფიდენციალურობის პოლიტიკა

პერსონალური მონაცემების დამუშავების

მიმართებაში


წინამდებარე კონფიდენციალურობის პოლიტიკა პერსონალური მონაცემების დამუშავების მიმართებაში (შემდგომში - პოლიტიკა) მოქმედებს ყველა იმ ინფორმაციის მიმართ, რომელიც განთავსებულია ინტერნეტ ქსელში, საიტზე: https://sales-management-center.com/transcribator (შემდგომში - საიტი), რომელიც შეიძლება მიიღოს საიტმა მომხმარებლის შესახებ, მის მიერ საიტის გამოყენების დროს.
საიტის გამოყენება ნიშნავს მომხმარებლის უპირობო თანხმობას მოცემულ პოლიტიკასთან და მასში მითითებული მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების პირობებთან.

1.ზოგადი დებულებები
1.1. წინამდებარე პოლიტიკის ფარგლებში, მომხმარებლის პერსონალურ ინფორმაციაში იგულისხმება:
1.1.1. პერსონალური მონაცემები, რომლებსაც მომხმარებელი აწვდის საიტს საიტზე რეგისტრაციის ფორმის შევსებისას, მომსახურების მიღების შესახებ განაცხადის შევსებისას, ინფორმაციის მოთხოვნისას, აგრეთვე საიტის შემდგომი გამოყენებისას;
1.1.2. მონაცემები, რომლებიც ავტომატურად გადაეცემა საიტის სერვისებს მათი გამოყენების დროს, მომხმარებლის მოწყობილობაზე დაინსტალირებული პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, მათ შორის IP მისამართი, cookie-ს ფაილების მონაცემები, ინფორმაცია მომხმარებლის ბრაუზერის შესახებ (ან სხვა პროგრამის, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება წვდომა სერვისებზე), მომხმარებლის მიერ გამოყენებული აღჭურვილობისა და პროგრამული უზრუნველყოფის ტექნიკური მახასიათებლები, სერვისებზე წვდომის თარიღი და დრო, მოთხოვნილი გვერდების მისამართები და სხვა მსგავსი ინფორმაცია;
1.1.3. მონაცემები, რომლებიც მომხმარებლის მიერ იქნა გასაჯაროვებული, ან ექვემდებარება გამოქვეყნებას ან სავალდებულო გამჟღავნებას რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
1.1.4. პერსონალური ინფორმაცია, რომელსაც მომხმარებელი დამოუკიდებლად აწვდის თავის შესახებ, საიტის გამოყენების პროცესში.
1.2. საიტი არ ამოწმებს მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური ინფორმაციის სიზუსტეს. მომხმარებელი ადასტურებს, რომ მის მიერ მოწოდებული ყველა ინფორმაცია არის ნამდვილი.
1.3. პოლიტიკა შეიძლება შეიცვალოს საიტის ადმინისტრაციის მიერ მომხმარებლისთვის რაიმე სპეციალური შეტყობინების გაგზავნის გარეშე და ამასთან დაკავშირებით, ნებისმიერი პასუხისმგებლობის ზომების დაკისრების გარეშე. პოლიტიკის ახალი რედაქცია ძალაში შედის საიტზე მისი განთავსების მომენტიდან.
1.4. წინამდებარე პოლიტიკა შემუშავებულია და გამოიყენება საიტის მიერ რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციის, რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო კოდექსის, ფედერალური კანონის "ინფორმაციის, საინფორმაციო ტექნოლოგიებისა და ინფორმაციის დაცვის შესახებ", ფედერალური კანონის "პერსონალური მონაცემების შესახებ", რუსეთის ფედერაციის სხვა კანონების, შესაბამის სფეროში ურთიერთობების მარეგულირებელი კანონქვემდებარე ნორმატიულ-სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
1.5. პერსონალური მონაცემების დამუშავებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, რომელიც არ არის დარეგულირებული წინამდებარე პოლიტიკით, წყდება რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


2. საიტისა და მომხმარებლის ძირითადი უფლებები და მოვალეობები
2.1. საიტს უფლება აქვს:
- დამოუკიდებლად განსაზღვროს იმ აუცილებელი და საკმარისი ზომების შემადგენლობა და ნუსხა, რომლებიც საჭიროა პერსონალური მონაცემების შესახებ ფედერალური კანონით და მის შესაბამისად მიღებული ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად;
- მომხმარებლის თანხმობით, დაავალოს პერსონალური მონაცემების დამუშავება სხვა პირს, თუ ფედერალური კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, ამ პირთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. პირი, რომელიც საიტის დავალებით ახორციელებს პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვალდებულია დაიცვას პერსონალური მონაცემების შესახებ ფედერალური კანონით გათვალისწინებული პერსონალური მონაცემების დამუშავების პრინციპები და წესები;
- იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი უკან გაიწვევს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, საიტს უფლება აქვს გააგრძელოს პერსონალური მონაცემების დამუშავება მომხმარებლის თანხმობის გარეშე, თუ არსებობს საფუძვლები, განსაზღვრული ფედერალური კანონით პერსონალური მონაცემების შესახებ.

2.2. საიტი ვალდებულია:
- გაუწიოს ორგანიზება პერსონალური მონაცემების დამუშავებას, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად;
- უპასუხოს მომხმარებლის მომართვეს და მოთხოვნებს, პერსონალური მონაცემების შესახებ კანონის მოთხოვნების შესაბამისად;
- მოთხოვნისამებრ, შეატყობინოს როსკომნადზორს ყველა საჭირო ინფორმაცია, ასეთი მოთხოვნის მიღებიდან 30 დღის განმავლობაში.

2.3. მომხმარებელს უფლება აქვს:
- მიიღოს ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ, გარდა რუსეთის ფედერაციის ფედერალური კანონებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
- მოითხოვოს საიტისგან მისი პერსონალური მონაცემების დაზუსტება, მათი ბლოკირება ან განადგურება იმ შემთხვევაში, თუ პერსონალური მონაცემები არის არასრული, მოძველებული, არაზუსტი, უკანონოდ მოპოვებული ან არ არის აუცილებელი დამუშავების მითითებული მიზნისთვის, ასევე მიიღოს კანონით გათვალისწინებული ზომები თავისი უფლებების დასაცავად;
- მოითხოვოს საიტის მიერ დამუშავებული მისი პერსონალური მონაცემების სია და მათი მოპოვების წყარო;
- მიიღოს ინფორმაცია მისი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადების შესახებ, მათ შორის მათი შენახვის ვადების შესახებ;
- დაიცვას საკუთარი უფლებები და კანონიერი ინტერესები, მათ შორის სასამართლოში ზარალის ანაზღაურებასა და (ან) მორალური ზიანის კომპენსაციასთან დაკავშირებით;
- გაასაჩივროს როსკომნადზორში ან სასამართლოში საიტის უკანონო ქმედებები ან უმოქმედობა მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას, და სხვა უფლებები, გათვალისწინებული რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით.

3. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნებია:
- მომხმარებლის იდენტიფიცირება გაწეული სერვისების ფარგლებში;
- მომხმარებელთან უკუკავშირის დამყარება, მათ შორის შეტყობინებების, მოთხოვნების გაგზავნის გზით საიტის გამოყენებასთან, სერვისების მიწოდებასთან დაკავშირებით, მომხმარებლის მოთხოვნებისა და განაცხადების დამუშავება;
- საიტის სერვისების ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
- მომხმარებლის ადგილმდებარეობის განსაზღვრა უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, თაღლითობის თავიდან ასაცილებლად;
- მომხმარებლის მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების სიზუსტისა და სისრულის დადასტურება;
- მომხმარებლისთვის ეფექტური კლიენტური და ტექნიკური მხარდაჭერის უზრუნველყოფა საიტის გამოყენების, ასევე, სერვისების მიწოდების პროცესში შექმნილი პრობლემების შემთხვევაში;
- მომხმარებლის თანხმობით სარეკლამო საქმიანობის განხორციელება, მათ შორის რელევანტური სარეკლამო ინფორმაციის მიწოდება, საინფორმაციო მხარდაჭერა, კონსულტირება, მარკეტინგული კამპანიების ჩატარება (მათ შორის, e-mail-წერილების და SMS-შეტყობინებების გაგზავნა სიახლეების, აქციების შესახებ და ა.შ.), შეტყობინებების გაგზავნა მომართვების, მოთხოვნების, განაცხადების, შეკვეთების სტატუსების შესახებ;
- ადამიანისა და მოქალაქის უფლებებისა და თავისუფლებების დაცვის უზრუნველყოფა, მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებისას;
- პერსონალური მონაცემების გამოყენება სარეკლამო, საინფორმაციო მასალებში, ინტერვიუებში და სხვა მასალებში, მათ შორის, საიტის მიერ სარეკლამო სტენდებზე, კონსტრუქციებზე, ბეჭდურ გამოცემებში განთავსებულ მასალებში;
- სხვა მიზნებისთვის, რომლებიც არ არის აკრძალული მოქმედი კანონმდებლობით.

4. პერსონალური მონაცემების შეგროვება
4.1. მომხმარებელი დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას საიტისთვის პერსონალური მონაცემების მიწოდების შესახებ და აწვდის მათ, პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის მიცემის ან საიტზე იმ მოქმედებების განხორციელების გზით, რომლებიც საჭიროებენ პერსონალური მონაცემების მიწოდებას.
4.2. ყველა პერსონალური მონაცემები მიეწოდება უშუალოდ მომხმარებლის მიერ.
4.3. პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა შეიძლება იქნას გაწვეული უკან მომხმარებლის მიერ საიტის მისამართით წერილობითი შეტყობინების გაგზავნის მეშვეობით, რომელიც უნდა შეიცავდეს მკაფიოდ გამოხატულ გადაწყვეტილებას პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე მისი თანხმობის უკან გაწვევის შესახებ.

5. პერსონალური მონაცემების გადაცება და გამოყენება
5.1. საიტს უფლება აქვს გადასცეს მომხმარებლის პერსონალური მონაცემები მესამე პირებს შემდეგ შემთხვევებში:
- მომხმარებელმა თანხმობა გამოხატა ასეთ ქმედებებზე.
- გადაცემა და გამოყენება აუცილებელია მომხმარებლის მიერ საიტის სერვისებით სარგებლობისთვის, ან გარკვეული შეთანხმების ან საიტთან (მის ადმინისტრატორთან) ხელშეკრულების შესასრულებლად;
- გადაცემა გათვალისწინებულია რუსეთის ან სხვა მოქმედი კანონმდებლობით, კანონმდებლობით დადგენილი პროცედურის ფარგლებში.
5.2. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნების მიღწევისას, ასევე, მათ დამუშავებაზე მომხმარებლის თანხმობის შემთხვევაში, პერსონალური მონაცემები ექვემდებარება განადგურებას, თუ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული მომხმარებლისა და საიტის შორის არსებულ შეთანხმებით.

6. პერსონალური მონაცემების დამუშავების წესი და პირობები
6.1. პერსონალური მონაცემების დამუშავება საიტის მიერ ხორციელდება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად.
6.2. საიტი ახორციელებს პერსონალური მონაცემების როგორც ავტომატურ, ასევე არაავტომატურ დამუშავებას.
6.3. საიტი ინახავს მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს კონკრეტული სერვისების შიდა რეგლამენტების შესაბამისად.
6.4. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხდება დროის შეზღუდვის გარეშე ნებისმიერი კანონიერი გზით, მათ შორის პერსონალური მონაცემების საინფორმაციო სისტემებში ავტომატიზაციის საშუალებების გამოყენებით ან ასეთი საშუალებების გამოყენების გარეშე.
6.5. პერსონალური მონაცემების უკანონო დამუშავების გამოვლენის შემთხვევაში, საიტი ბლოკავს უკანონოდ დამუშავებულ პერსონალურ მონაცემებს, მომხმარებლისგან შესაბამისი მომართვის ან მოთხოვნის მიღების მომენტიდან.
6.6. პერსონალური მონაცემების დაკარგვის ან უკანონო გამჟღავნების შემთხვევაში, საიტი აცნობებს მომხმარებელს პერსონალური მონაცემების დაკარგვის ან გამჟღავნების შესახებ.
6.7. საიტი (საიტის ადმინისტრატორი) იღებს აუცილებელ ორგანიზაციულ, ტექნიკურ და სხვა ზომებს, რათა დაიცვას პერსონალური მონაცემები უკანონო ან შემთხვევითი წვდომისგან, განადგურებისგან, შეცვლისგან, ბლოკირებისგან.
6.8. თუ მომხმარებლის მომართვის ან მოთხოვნისას, ან როსკომნადზორის მოთხოვნისას გამოვლენილი იქნება არაზუსტი პერსონალური მონაცემები, საიტი განახორციელებს ამ მომხმარებლის პერსონალურ მონაცემებს ბლოკირებას შემოწმების პერიოდის განმავლობაში, თუ პერსონალური მონაცემების ბლოკირება არ არღვევს მომხმარებლის ან მესამე პირების უფლებებს და კანონიერ ინტერესებს.

7. მხარეთა პასუხისმგებლობა და დავის გადაწყვეტა
7.1. პერსონალური მონაცემების შესახებ კანონმდებლობის დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა წარმოიქმნება რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობის შესაბამისად.
7.2. მომხმარებელსა და საიტს შორის ურთიერთობის შედეგად წარმოშობილ დავებთან დაკავშირებით სასამართლოსთვის სარჩელით მიმართვამდე, სავალდებულოა წერილობითი ფორმის პრეტენზიის წარდგენა. პრეტენზიაზე პასუხის გაცემის ვადაა - 10 სამუშაო დღე, მისი მიღების დღიდან.
7.3. თუ შეთანხმება ვერ იქნება მიღწეული, დავა გადაეცემა სასამართლოს რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

8. საიტს უფლება აქვს შეიტანოს ცვლილებები წინამდებარე პოლიტიკაში მომხმარებლის თანხმობის გარეშე. ახალი პოლიტიკა ძალაში შედის საიტზე მისი გამოქვეყნების მომენტიდან, თუ პოლიტიკის ახალი რედაქციით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ასეთი ცვლილებების განხორციელების შემდეგ საიტით სარგებლობის გაგრძელება ადასტურებს მომხმარებლის თანხმობას ასეთ ცვლილებებთან.

9. მომხმარებელს უფლება აქვს მიმართოს შესაბამისი განაცხადით საიტს მისი პერსონალური მონაცემების გამოთხოვნის, დაზუსტების, შეცვლის, ბლოკირების, განადგურების მიზნით, აგრეთვე საიტის (საიტის ადმინისტრატორის) მიერ პერსონალურ მონაცემებთან დაკავშირებული სხვა ქმედებების განხორციელების მიზნით, განაცხადის გაგზავნით შემდეგ მისამართზე: info@sales -management-center.com