ხელშეკრულება - ოფერტა მომსახურების გაწევის შესახებ

ქ. მოსკოვი 2021 წლის 25 ოქტომბრის რედაქცია


წინამდებარე ხელშეკრულება წარმოადგენს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „გაყიდვების მართვის ცენტრი“-ს (შემდგომში - შემსრულებელი) საჯარო ხელშეკრულებას ოფერტას (შეთავაზებას), შეიცავს მომსახურების გაწევის ყველა მნიშვნელოვან პირობას, განკუთვნილია ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის (შემდგომში - დამკვეთი), რომელიც ეთანხმება წინამდებარე საჯარო ოფერტის პირობებს, მისი სრული და უპირობო აქცეპტით.


სრული და უპირობო აქცეპტი გულისხმობს დამკვეთის მიერ იმ სერვისების საფასურის გადახდას, რომლებიც წარმოადგენენ ამ ხელშეკრულების-ოფერტის საგანს.
წინამდებარე ხელშეკრულება-ოფერტის აქცეპტით, დამკვეთი ადასტურებს, რომ გაეცნო, ეთანხმება, სრულად და უპირობოდ იღებს ხელშეკრულების ყველა პირობას იმ ფორმით, როგორაც ისინი ჩამოყალიბებულია ხელშეკრულების-ოფერტის ტექსტში.
მოცემული ხელშეკრულება არ საჭიროებს მის ხელმოწერას დამკვეთისა და შემსრულებელის მიერ, ამასთნ ერთად ის ინარჩუნებს თავის იურიდიულ ძალას.
წინამდებარე ხელშეკრულება-ოფერტას ტექსტი (შემდგომში - ხელშეკრულება) განთავსებულია მისამართზე: https://sales-management-center.com/transcribator.

1.ხელშეკრულების საგანი
1.1. წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე, შემსრულებელი იღებს ვალდებულებას გაუწიოს დამკვეთს მომსახურება კომუნიკაციების ინტელექტუალური გაშიფვრის სფეროში (შემდგომში - მომსახურება), ხოლო დამკვეთი იღებს ვალდებულებას მიიღოს და გადაიხადოს გაწეული მომსახურების საფასური.
1.2. ჩამონათვალი, აღწერილობა, მომსახურების ღირებულება, გაწევის ვადები (სადაც შესაძლებელია) განისაზღვრება შემსრულებელის ინტერნეტ-საიტზე: https://sales-management-center.com/transcribator. მითითებულ მისამართზე განთავსებული ინფორმაცია მომსახურების გაწევის შესახებ წარმოადგენს ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. დამკვეთს შეუძლია აირჩიოს შემსრულებელის მიერ შემოთავაზებული ნებისმიერი მომსახურება, თავისი ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე. დამკვეთის მიერ კონკრეტული სერვისის არჩევა ხორციელდება პირად კაბინეტში, შემსრულებელის საიტზე.
1.3. წინამდებარე ხელშეკრულებაში გამოყენებული ტერმინები განმარტებულია რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. წინამდებარე ხელშეკრულების ტექსტში და/ან ნორმატიულ აქტებში ტერმინის ცალსახა განმარტების არარსებობის შემთხვევაში, საჭიროა იმ განმარტებით ხელმძღვანელობა, რომლებიც ჩამოყალიბებულია ინტერნეტში და ბიზნეს-ბრუნვის პრაქტიკაში.

2. მხარეთა უფლებები და მოვალეობები
2.1. შემსრულებელი:
2.1.1. ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების საფუძველზე, იღებს ვალდებულებას გაუწიოს დამკვეთს მომსახურება, რომელსაც ის ირჩევს დაწკაპუნების გზით, თავის პირად კაბინეტში შემსრულებელის ინტერნეტ-საიტზე.
2.1.2. უფლება აქვს მიიწვიოს მესამე მხარე ხელშეკრულების შესასრულებლად, მათ ქმედებებზე ისეთივე პასუხისმგებლობის აღებით, როგორც საკუთარ ქმედებებზე.
2.1.3. მომსახურებას ახორციელებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც დამკვეთი გადაიხდის მომსახურების საფასურს და მიაწვდის შემსრულებელს მომსახურების გაწევისთვის საჭირო ინფორმაციას და მასალებს.
2.1.4. უფლება აქვს განახორციელოს პროფილაქტიკური სამუშაოები იმ სერვისების მომსახურებასთან მიმართებაში, რომელთა მეშვეობით ხდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა, რისთვისაც შეუძლია დროებით შეაჩერებს სერვისებთან წვდომა;
2.1.5. უფლება აქვს გამოიყენოს ინფორმაცია დამკვეთის შესახებ (მათ შორის, IP მისამართი, ბრაუზერის ვერსია, ოპერაციული სისტემის ვერსია და სხვა) ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მომსახურებებზე მოთხოვნილების სტატისტიკის შესაქმნელად, აგრეთვე გამოაქვეყნოს ან/და გადასცეს ასეთი სტატისტიკა მესამე მხარეს, გარდა დამკვეთის პერსონალური მონაცემებისა.
2.1.6. სერვისების მუშაობის შემოწმების და მათი მუშაობის გაუმჯობესების მიზნით, უფლება აქვს გამოიყენოს დამკვეთის მიერ მომსახურების გაწევისას სერვისებში ატვირთული აუდიო და ვიდეო ფაილები. ამ ქმედებების შესასრულებლად, შემსრულებელის მიერ მითითებული მონაცემები შეიძლება გადაცემული იქნას მოწვეული პირისთვის.
2.2. დამკვეთი:
2.2.1. იღებს ვალდებულებას, ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით და პირობებით, გადაუხადოს შემსრულებელს ხელშეკრულებით გაწეული მომსახურების საფასური.
2.2.2. იღებს ვალდებულებას დამოუკიდებლად შეისწავლოს მომხმარებელთა შეთანხმება, ასევე სხვა დოკუმენტები, რომლებიც დაკავშირებულია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევასთან, და რომლებიც განთავსებულია შემსრულებელის ოფიციალურ ინტერნეტ-საიტზე.
2.2.3. დამკვეთი, თავის პირად კაბინეტში, შემსრულებელის ინტერნეტ-საიტზე ქმედებების შესრულებისას, ადასტურებს წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების შეკვეთის ფაქტს და იღებს ვალდებულებებს სრულად გადაიხადოს მათი საფასური. დამკვეთის მიერ პირად კაბინეტში შესრულებული ყველა ქმედება ითვლება შეთანხმებულად მხარეთა მიერ და ექვემდებარება სრულად გადახდას, დამატებითი დოკუმენტების, შეთანხმებების, ხელშეკრულების დანართების, წერილობითი განაცხადების და ა.შ. გაფორმების გარეშე.
2.2.4. იღებს ვალდებულებას, არ დაარღვიოს შემსრულებელის ინტელექტუალური უფლებები იმ სერვისებზე, რომელთა მეშვეობით ხორციელდება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა.
2.2.5. წინამდებარე ხელშეკრულების გაფორმებით, დამკვეთი ადასტურებს, რომ იგი თანახმაა პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, შემსრულებელის კონფიდენციალურობის პოლიტიკის შესაბამისად, რომელიც განთავსებულია მისამართზე: https://sales-management-center.com/transcribator.

3 მომსახურების გაწევის ღირებულება და გადახდის წესი
3.1. დამკვეთი იხდის მომსახურების საფასურს, შემსრულებელის ინტერნეტ-საიტზე მითითებული ოდენობით, 100%-იანი წინასწარი გადახდის წესით, დამკვეთის მიერ არჩეული მომსახურების შესაბამისად. მომსახურების საფასურის გადახდა ნიშნავს შემსრულებელის მიერ წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის პირობებისა და წესების სრულ შეთანხმებას.
3.2. მომსახურების საფასურის გადახდა ხდება უნაღდო წესით, ხელშეკრულებაში მითითებული შემსრულებელის ანგარიშსწორების ანგარიშზე თანხების გადარიცხვის გზით. მომსახურების გადახდა შესაძლებელია როგორც ანგარიშის, ასევე ელექტრონული გადახდის სერვისების გამოყენებით. გაწეული მომსახურებისთვის გადახდის მეთოდის არჩევანს და მის გამოყენებას ახორციელებს დამკვეთი საკუთარი შეხედულებისამებრ.
3.3. თუ ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, შემსრულებლის მიერ მომსახურების გაწევის ვალდებულება წარმოიშობა შემსრულებელის ანგარიშსწორების ანგარიშზე დამკვეთის მიერ თანხის ჩარიცხვის მომენტიდან. დამკვეთის მიერ შემსრულებელისთვის მომსახურების საფასურის გადახდის ვალდებულების შესრულების თარიღათ ითვლება შემსრულებელის ანგარიშსწორების ანგარიშზე თანხების ჩარიცხვის თარიღი.
3.4. სერვისების ტესტირების პერიოდისთვის, რომელთა მეშვეობით შემსრულებელი ახორციელებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევას, მომსახურების გაწევა შესაძლებელია მოხდეს საფასურის გადახდის გარეშე, რის შესახებაც მითითებული უნდა იქნეს შემსრულებელის ინტერნეტ-საიტზე. ამ შემთხვევაში, შემსრულებელი ახორციელებს მომსახურებას მას შემდეგ, რაც დამკვეთი თავის პირად კაბინეტში დააწკაპუნებს არჩეულ მომსახურებაზე, შემსრულებელისთვის მომსახურების გაწევისთვის საჭირო ინფორმაციისა და მასალების მიწოდების პირობით.
3.5. წინამდებარე ოფერტის აქცეპტათ ითვლება მომსახურების გადახდის ფაქტი/დამკვეთის მიერ, თავის პირად კაბინეტში შემსრულებელის ინტერნეტ-საიტზე, არჩეულ სერვისზე დაწკაპუნება.

4 მომსახურების მიღება-ჩაბარების წესი
4.1. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების გაწევის მომენტიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში, დამკვეთმა არ წარუდგინა შემსრულებელს ნებისმიერი წერილობითი პრეტენზია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით (მათ შორის ხარისხთან, მოცულობასთნ, მომსახურების ღირებულებასთან დაკავშირებით), მომსახურება ითვლება სათანადოდ გაწეულად და დამკვეთის მიერ მიღებულად.
4.2. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიღება-ჩაბარების აქტები (აქტები) გაიცემა დამკვეთის - იურიდიული პირის მოთხოვნის საფუძველზე. აქტების მიწოდების შესახებ მოთხოვნა იგზავნება ელექტრონული ფოსტის მისამართზე zakaz@sales-management-center.com, ელექტრონულ წერილში მომსახურების გაწევის თარიღის და დამკვეთის რეკვიზიტების მითითებით.
4.3. შემსრულებელი, დამკვეთისგან აქტების მოწოდების მოთხოვნის მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში, ადგენს და უგზავნის დამკვეთს მისი მხრიდან ხელმოწერილ აქტს. შემსრულებელის მიერ დამკვეთისთვის აქტისა და ინვოისის სათანადოდ გაგზავნად ითვლება თანაბრად:
- გაგზავნა რუსეთის ფოსტით ან საკურიერო სერვისით;
- გაგზავნა დამკვეთისთვის ელექტრონული ფოსტით;
- გაგზავნა ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის მეშვეობით.
4.4. დამკვეთი იღებს ვალდებულებას ხელი მოაწეროს შემსრულებელის მიერ შედგენილ აქტს მისი მიღებიდან 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში. დამკვეთის მიერ ხელმოწერილი აქტის არარსებობა არ იწვევს მომსახურების ფაქტის აღიარებას შემსრულებელის მიერ არ გაწეულად და დამკვეთის მიერ არ მიღებულად.

5 მხარეთა პასუხისმგებლობა. დაუძლეველი ძალის გარემოებები. დავების გადაწყვეტა
5.1. მხარეები პასუხისმგებელნი არიან წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის ან/და არასათანადო შესრულებისთვის, რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობისა და ამ ხელშეკრულების დებულებების შესაბამისად.
5.2. თუ სატესტო პერიოდში მომსახურება უსასყიდლოდ არის გაწეული, შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი გაწეული მომსახურების ხარისხზე, დამკვეთის მიერ მომსახურების გაწევისთვის მოწოდებული მონაცემების (აუდიო-ვიდეო ფაილების) დაკარგვაზე ან დაზიანებაზე.
5.3. შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი ტექნიკური პრობლემებისა, შეფერხებებისა და სერვისი უფუნქციობაზე, რომლებიც არ არის დაკავშირებული შემსრულებელის ბრალეულ ქმედებებთან.
5.4. დამკვეთი პასუხისმგებელია შემსრულებელის ნებისმიერი უფლების იმ სერვისებზე დარღვევის გამო, რომლებითაც უზრუნველყოფილია ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურება.
5.5. მხარეები თავისუფლდებიან პასუხისმგებლობისგან ამ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების ნაწილობრივი ან სრული შეუსრულებლობის გამო, თუ ეს შეუსრულებლობა იყო დაუძლეველი ძალის გარემოების შედეგი („ფორსმაჟორული გარემოებები“).
5.6. წინამდებარე ხელშეკრულების კონტექსტში ფორსმაჟორულ გარემოებებს მიეკუთვნება: ხანძარი, წყალდიდობა, მიწისძვრა, გაფიცვები და სხვა სტიქიური უბედურებები, ომი და საომარი მოქმედებები, ეპიდემიები, ელექტრომომარეგების შეფერხებები, ელექტრონული რესურსების ბლოკირება, ინფორმაციის გამჟღავნება საიტზე ჰაკერული და DOS- შეტევებით გამოწვეული შეფერხებების გამო, ასევე მესამე პირების სხვა უკანონო ქმედებები, სახელმწიფო ორგანოების აქტები ან მხარეთა კონტროლის მიღმა არსებული სხვა გარემოებები, რომლებიც აფერხებენ მოცემული ხელშეკრულების განხორციელებას და, რომლებიც წარმოიშვა ხელშეკრულების დადების შემდეგ.
5.7. მხარეები აცნობებენ ერთმანეთს ფორსმაჟორული გარემოებების დადგომის შესახებ არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღისა მათი დადგომის მომენტიდან.
5.8. თუ ფორსმაჟორული გარემოებების ხანგრძლივობა აღემატება 60 (სამოცი) კალენდარულ დღეს, მაშინ თითოეულ მხარეს უფლება აქვს დაიწყოს წინამდებარე ხელშეკრულების პირობების შეცვლის პროცედურა ან შეწყვიტოს ეს ხელშეკრულება, მეორე მხარისათვის შეწყვეტის შესახებ შეტყობინების გაგზავნის გზით, შეწყვეტის მოსალოდნელ თარიღამდე მინიმუმ 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღით ადრე. ამავდროულად, ხელშეკრულება შეწყვეტილად ითვლება მხოლოდ სრული და საბოლოო ანგარიშსწორების განხორციელების და მხარეთა შორის წინამდებარე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა სადავო საკითხების მოგვარების შემდეგ, მათ შორის ფორსმაჟორული გარემოებების დაწყებამდე დარიცხული ჯარიმების გადახდის შემდეგ.
5.9. ყველა დავა და უთანხმოება, რომელიც შეიძლება წარმოიშვას წინამდებარე ხელშეკრულებიდან, მხარეები შეეცდებიან გადაწყვიტონ მოლაპარაკებების გზით ან პრეტენზიების გაგზავნის გზით. მხარეები აღიარებენ, რომ დავის წინასასამართლო გადაწყვეტის მიზნით, პრეტენზიის გაგზავნის სათანადო გზად ითვლება მისი გაგზავნა წინამდებარე ხელშეკრულებაში მითითებული (ან წარდგენილი ხელშეკრულების დადებისას) ელექტრონული ფოსტით. პრეტენზია ადრესატისთვის მიწოდებულად ითვლება ელექტრონული ფოსტით გაგზავნის დღეს. მხარე, რომელმაც მიიღო პრეტენზია, განიხილავს მას პრეტენზიის მიღებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
5.10. იმ შემთხვევაში, თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან, დავა გადაეცემა განსახილველად სასამართლოს, შემსრულებელის ადგილმდებარეობის მიხედვით.

6 ხელშეკრულების მოქმედების ვადა და მისი შეწყვეტის წესი
6.1. წინამდებარე ხელშეკრულება ძალაში შედის დამკვეთის მიერ მისი აქცეპტის დღიდან და მოქმედებს 2021 წლის 31 დეკემბრამდე (შემდგომში - „მოქმედების პერიოდი“). იმ შემთხვევაში, თუ არც ერთი მხარე არ აცნობებს მეორე მხარეს შეწყვეტის შესახებ ამ ხელშეკრულების ვადის გასვლამდე 30 (ოცდაათი) კალენდარული დღით ადრე, ხელშეკრულება ავტომატურად პროლონგირდება მომდევნო კალენდარულ წელზე და შემდგომ - მომდევნო წლიური ვადებით. პროლონგირებების რაოდენობა შეზღუდული არ არის.
6.2. წინამდებარე ხელშეკრულება შეიძლება შეწყდეს მხარეთა შეთანხმებით ვადამდე ადრე, რუსეთის ფედერაციის მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.
6.3. ხელშეკრულებიდან ცალმხრივად გასვლის შემთხვევაში, ხელშეკრულება შეწყვეტილად ჩაითვლება ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ შეტყობინებაში მითითებული თარიღიდან.
6.4. ხელშეკრულების შეწყვეტა ან მისი სხვა საფუძვლით გაუქმება არ ათავისუფლებს მხარეებს ფინანსური ვალდებულებებისგან, რომლებიც წარმოიშვა ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში და არ შესრულდა მის შეწყვეტამდე, თუ მხარეთა მიერ დამატებით სხვა რამ არ იქნება შეთანხმებული.


7 კონფიდენციალურობა
7.1. მხარეები თანხმდებიან საიდუმლოდ შეინახონ და კონფიდენციალურად ჩათვალონ ხელშეკრულება, ისევე როგორც ყველა ინფორმაცია, რომელიც მიღებულია ერთი მხარის მიერ მეორე მხარისგან, და აღნიშნულია გადამცემი მხარის მიერ, როგორც კონფიდენციალური ინფორმაცია (შემდგომში „კონფიდენციალური ინფორმაცია“), და არ გახსნან, არ გაამჟღავნონ, არ გაასაჯაროვონ ან სხვაგვარად არ მიაწოდონ ასეთი ინფორმაცია ნებისმიერ მესამე მხარეს, ამ ინფორმაციის გადამცემი მხარისგან წინასწარი წერილობითი ნებართვის მიღების გარეშე, გარდა უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოების მოთხოვნისა და რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებისა.
7.2. კონფიდენციალური ინფორმაცია ყოველთვის რჩება გადამცემი მხარის საკუთრებაში და არ უნდა იყოს გადაცემული ამ გამჟღავნებული ასეთი გადამცემი მხარის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.
7.3. კონფიდენციალური ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის ვალდებულება ამ მუხლის პირობების შესაბამისად, ძალაში შედის ორივე მხარის მიერ ხელშეკრულების ხელმოწერის მომენტიდან და ძალაში რჩება ხელშეკრულების ვადის გასვლიდან ან მისი ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტიდან 5 (ხუთი) წლის განმავლობაში.
7.4. მხარემ, რომელიც დაარღვევს კონფიდენციალური ინფორმაციის გასაიდუმლოების პირობას, სრულად უნდა აუნაზღაუროს მეორე მხარეს მიყენებული ზარალი.
7.5. ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად, დამკვეთი თანახმაა მიაწოდოს და აძლევს თანხმობას პერსონალური მონაცემების დამუშავებასა და გადაცემაზე 2006 წლის 27 ივლისის №152-FZ ფედერალური კანონის „პერსონალური მონაცემების შესახებ“ შესაბამისად, ხელშეკრულების პირობების თანახმად და მათი შესრულების მიზნით, როგორც პერსონალური მონაცემების დამუშავების ავტომატიზირებული საშუალებების გამოყენებით, ასევე ავტომატიზირებული საშუალებების გამოყენების გარეშე. დამკვეთი, წინამდებარე ხელშეკრულების შესასრულებლად, შემსრულებელს ანიჭებს უფლებას განახორციელოს შემდეგი მოქმედებები (ოპერაციები) პერსონალური მონაცემებით: შეგროვება, დაგროვება და სისტემატიზაცია; შენახვა წინამდებარე ხელშეკრულების ვადის განმავლობაში და არანაკლებ ნორმატიული დოკუმენტებით დადგენილი ანგარიშების შენახვის ვადისა, მაგრამ არანაკლებ სამი წლისა წინამდებარე ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან; დაზუსტება (განახლება, შეცვლა); გამოყენება; ბლოკირება; განადგურება; დეპერსონალიზაცია; გადაცემა, მათ შორის ტრანსსასაზღვრო, მესამე პირებს, იმ ზომების გათვალისწინებით, რომლებიც უზრუნველყოფს პერსონალური მონაცემების დაცვას არასანქცირებული წვდომისგან.
7.6. დამკვეთის მიერ პერსონალური მონაცემების მიწოდებისა და შემსრულებელის მიერ მათი შემდგომი დამუშავების მიზანია დამკვეთის მიერ იმ მომსახურების მიღება, რომელიც შემსრულებელის მიერ იქნა გაწეული. აღნიშნული შეთანხმება ძალაშია წინამდებარე ხელშეკრულების ვადის განმავლობაში და მინიმუმ სამი წლის განმავლობაში ამ ხელშეკრულების შეწყვეტის დღიდან.
7.7. ტერმინი „პერსონალური მონაცემები“ მოიაზრებს პერსონალურ ინფორმაციას, რომელიც დამკვეთმა მიაწოდა შემსრულებელს, ასევე ინფორმაციას, რომელსაც თავის შესახებ დამკვეთი დამოუკიდებლად აწვდის შემსრულებლის ინტერნეტ-საიტზე რეგისტრაციისას, მათ შორის: გვარი, სახელი, მამის სახელი; სარეგისტრაციო მისამართი, მისი ვინაობის დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტის ნომერი, ინფორმაცია მითითებული დოკუმენტის გაცემის თარიღისა და გამცემი ორგანოს შესახებ, საფოსტო მისამართი (მათ შორის საფოსტო კოდი), ელექტრონული ფოსტის მისამართი და საკონტაქტო ნომრებ ი და ა.შ.
7.8. შემსრულებელი გარანტირებს დამკვეთის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობას და უზრუნველყოფს პერსონალურ მონაცემებთან მხოლოდ იმ თანამშრომლების და პირების წვდომას, რომლებსაც ეს ინფორმაცია სჭირდებათ ხელშეკრულების პირობების შესასრულებლად, ამ პირების მიერ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის და პერსონალური მონაცემების უსაფრთხოების უზრუნველყოფით, მათი დამუშავების დროს.
7.9. იმ შემთხვევებში, როდესაც დამკვეთი კარგავს საიდენტიფიკაციო მონაცემებს (ლოგინი/პაროლი) შემსრულებელის ინტერნეტ-საიტზე არსებულ პერსონალურ კაბინეტში შესასვლელად, შემსრულებელს უფლება აქვს მოითხოვოს დამკვეთისგან, ხოლო დამკვეთი ეთანხმება მიაწოდოს, გარკვეული პერსონალური მონაცემები, რომლებიც გამოყენებული იქნება მხოლოდ წინამდებარე ხელშეკრულების შესრულების და შემსრულებელის და დამკვეთის ქონებრივი ინტერესების დაცვის მიზნით.
დამკვეთი ადასტურებს, რომ მან მიიღო ან მიიღებს ყველა იმ პირის წერილობით თანხმობას, რომელთა ჩართვაც აუცილებელია, რათა წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში შემსრულებელმა სათანადოდ უზრუნველყოს მომსახურების გაწევა, დაკავშირებული დამკვეთის მიერ ყველა პერსონალური მონაცემების დამუშავებასა, შენახვასა და გადაცემაზე, როგორც ეს განსაზღვრულია რუსეთის ფედერაციის 2006 წლის 27 ივლისის No152-FZ ფედერალურ კანონში „პერსონალური მონაცემების შესახებ“ და მასში შეტანილ ნებისმიერ ცვლილებებში. დამკვეთი შეტყობინებული იქნა იმის შესახებ, რომ იგი პასუხისმგებელია შემსრულებელისთვის ამ პირების პერსონალური მონაცემების გადაცემის გამო, მათი წერილობითი ნებართვის გარეშე. შემსრულებელი არ არის პასუხისმგებელი დამკვეთის მიერ ამ ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების გამო.

8 განსაკუთრებული პირობები
8.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებისას მათ შეუძლიათ გამოიყენონ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა.
8.2. ელექტრონულ დოკუმენტბრუნვას მხარეები ახორციელებენ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის „დიადოკი“-ს გამოყენებით (შემდგომში - ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემა (EDO)), რომლის დამადასტურებელი ცენტრის ფუნქციებს ასრულებს დსს „PF „SKB Kontur“ (გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (IIN) 6663003127).
8.3. ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (EDO) გამოყენებისას მხარეები გაცვლიან ფორმალიზებულ (ელექტრონულ დოკუმენტებს, რომელთა ელექტრონული ფორმატები დადგენილია რუსეთის ნორმატიულ-სამართლებრივი აქტებით) და არაფორმალიზებულ ელექტრონულ დოკუმენტებს, რომლებიც შედგენილია შემსრულებელის ფორმის შესაბამისად.
8.4. მხარეები აღიარებენ ყველა დოკუმენტს ელექტრონულ ფორმაში, რომლებიც ხელმოწერილია მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების ელექტრონული ხელმოწერით და შესრულებულია მხარეების მიერ ხელშეკრულების ამ ნაწილის შესაბამისად, როგორც ექვივალენტური ქაღალდის მატარებელი დოკუმენტებისა, რომლებიც პირადად არის ხელმოწერილი მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ და დამოწმებულია მხარეთა ბეჭდით (მიუხედავად იმისა, არსებობს ასეთი დოკუმენტები ქაღალდის მატარებლებზე თუ არა). მხარეები აღიარებენ, რომ ელექტრონული ხელმოწერის გასაღების სერტიფიკატის მფლობელის მიერ განხორციელებული ნებისმიერი ქმედებები არის ქმედებები, რომლებიც შესრულებულია წინამდებარე ხელშეკრულების მხარის სახელით. კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით ხელმოწერილი ელექტრონული დოკუმენტი ხელმოწერილად ითვლება იმ მხარის მიერ, რომლის სახელზეც დსს „PF „SKB Kontur“ -ში არის რეგისტრირებული ელექტრონული ხელმოწერის გასაღების სერტიფიკატი.
8.5. მხარეთა მიერ ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემის (EDO) გამოყენება ძალაში შედის იმ მომენტიდან, როდესაც თითოეული მხარე დაადასტურებს ამ შესაძლებლობას წერილობითი სახით ან მოწვევის გაგზავნით ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემაში (EDO) ელექტრონული დოკუმენტების გაცვლის თაობაზე.


9 საბოლოო დებულებები
9.1. წინამდებარე შეთანხმების დადების დღეს ძალას კარგავს მხარეებს შორის არსებული ყველა წინა მიმოწერა, დოკუმენტი და მოლაპარაკება იმ საკითხებზე, რომლებიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების საგანს. ამ ხელშეკრულების ყველა დამატებითი შეთანხმება, შემსრულებელის მიერ გაცემული ინვოისები, წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.
9.2. წინამდებარე ხელშეკრულების ყველა ცვლილება და დამატება შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა ურთიერთშეთანხმებით, ისინი გაფორმებული უნდა იქნან დამატებითი შეთანხმებების სახით, რომლებიც ძალაში შედიან მხარეთა მიერ შეთანხმების მომენტიდან. მხარეებს შორის შეთანხმება თანაბრად გულისხმობს შემდეგ ვარიანტებს:
- ცვლილებებისა და დამატებების ხელმოწერა მხარეთა უფლებამოსილი წარმომადგენლების მიერ. ამასთან, ცვლილებები და დამატებები ძალაში შედის დოკუმენტის ხელმოწერის დღიდან, თუ დოკუმენტით სხვა ვადა არ არის შეთანხმებული.
- შემსრულებელის მიერ დამკვეთისთვის ხელშეკრულების დამატებითი შეთანხმების, ინვოისის გაგზავნა ელექტრონული ფოსტით ან ნებისმიერი სხვა გზით, მათ შორის პირად კაბინეტში განთავსების გზით. წინამდებარე ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებები და დამატებები აღიარდება როგორც შეთანხმებული, ძალაში შედის შემსრულებელის მიერ მათი გაგზავნის მომენტიდან და სავალდებულო ხდება მხარეებისთვის, თუ 3 (სამი) სამუშაო დღის შემდეგ დამკვეთისგან მიღებული იქნება გადახდა ასეთი დოკუმენტის შესაბამისად ან დამკვეთისგან არ არის მიღებული დასაბუთებული უარი მსგავსი ცვლილებების შეთანხმებაზე.
9.3. მხარეები აღიარებენ იმ დოკუმენტების იურიდიულ ძალას, რომლებიც გადაცემულია მხარეთა ელექტრონული ფოსტის მისამართებზე ელექტრონული ფოსტის, შემსრულებელის ინტერნეტ-საიტზე არსებული დამკვეთის პირადი კაბინეტის მეშვეობით, ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების გარეშე. მხარეთა ელექტრონული ფოსტის მისამართებიდან გაგზავნილი ან შემსრულებელის ინტერნეტ-საიტზე არსებული დამკვეთის პირად კაბინეტში განთავსებული ელექტრონული წერილი ითვლება ხელმოწერილად მარტივი ელექტრონული ხელმოწერის გამოყენების შემთხვევაში (ელექტრონული მისამართი (e-mail მისამართი). ეს წესი ასევე ვრცელდება დამატებითი შეთანხმებების დადების პროცედურაზე, აქტების შეთანხმებაზე. დოკუმენტების სკანირებული ვარიანტები, უფლებამოსილი პირების ხელმოწერებითა და ბეჭდებით (დოკუმენტების ელექტრონული ფორმები), რომლებიც გადაცემულია ელექტრონული ფოსტით, ითვლება ძალაში, მიუხედავად იმისა, მიიღებენ თუ არა მხარეები შესაბამისი დოკუმენტების დედნებს.
9.4. ნებისმიერი შეტყობინებები, აქტები, მოთხოვნები, ანგარიშები, განაცხადები, სხვა დოკუმენტები და/ან მესიჯები, გაგზავნილი ერთი მხარის მიერ მეორე მხარესთვის წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში, მიწოდებულად ჩაითვლება შესაბამისად:
გაგზავნის მომენტიდან 24 (ოცდაოთხი) საათის განმავლობაში - ელექტრონული ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებებისთვის;
გაგზავნის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში - ფოსტით გაგზავნილი შეტყობინებებისთვის;
გაგზავნის მომენტიდან 4 (ოთხი) სამუშაო დღის განმავლობაში - კურიერის ან სხვა მსგავსი მიტანის სერვისით გაგზავნილი შეტყობინებებისთვის.
ეს პირობა მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ არ არის ინფორმაცია თარიღის შესახებ მიმღების საფოსტო განყოფილების შტამპზე (ფოსტით გაგზავნისას) ან არ არის თარიღი მიმღების მიერ ხელმოწერილ შეტყობინებაზე (საკურიერო ფოსტით გაგზავნისას).
9.5. ყველა მიმდინარე მიმოწერა მხარეებს შორის წინამდებარე ხელშეკრულების შესრულებასთან დაკავშირებით, შეიძლება განხორციელდეს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, შემდეგ შეთანხმებულ ელექტრონულ ფოსტის მისამართებზე (e-mail):
შემსრულებელის ელექტრონული ფოსტა: info@sales-management-center.com
დამკვეთის ელექტრონული ფოსტა: პირადი კაბინეტის (აქაუნთის) რეგისტრაციისას მითითებული მისამართი.
9.6. მხარეები ვალდებულნი არიან 2 დღის ვადაში აცნობონ ერთმანეთს მისამართების, საბანკო რეკვიზიტების, ტელეფონის ნომრების, ტელეფაქსების ცვლილების შესახებ.

10 მისამართი, შემსრულებელის რეკვიზიტები

სრული საფირმო სახელწოდება:
შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება "გაყიდვების მართვის ცენტრი"
შემოკლებული საფირმო სახელწოდება: შპს „ცუპ“
იურიდიული მისამართი: 117041, ქ. მოსკოვი, ადმირალ რუდნევის ქ., სახლი 4, მე-6 სართული, ბინა 27, ოთახი 13 ჩ
გადასახადის გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი (INN) / ფედერალური საგადასახადო სამსახურში რეგისტრაციაზე აყვანის მიზეზის კოდი (KPP): 7727446030/ 772701001
სახელმწიფო სარეგისტრაციო ძირითადი ნომერი (OGRN): 1207700204590
ანგარიშსწორების ანგარიში 40702810300000158554
საკორესპონდენტო ანგარიში 30101810200000000700
ბანკის საბანკო საიდენტიფიკაციო კოდი (BIC) 044525700
ბანკი სს „რაიფაიზენბანკი“
ელ.ფოსტის მისამართი: info@sales-management-center.com